მავნე ჩვევათა შორის ყველაზე მძაფრია ნარკომანია. იგი ბოროტმოქმედებადაა მიჩნეული. ადამიანი,რომელიც მიმართავს ნარკოტიკულ საშუალებას არასამედიცინო მიზნით ჩადის დანაშაულს საზოგადოების წინაშე.
უკანასკნელ ათწლეულებში ნარკომანიამ პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ინდუსტრიულ განვითარებული ქვეყანა მოიცვა.
”ნარკოტიკის მოხმარება” იურიდიული ტერმინია და ნიშნავს ნარკოტიკული სასუალებების მხოლოდ მოხმარებას,რომელიც გამიჯნულია სხვა ქმედებებისგან. როგორიცაა-შენახვა,კულტივირება,ტრანსპორტირება ან მიწოდება.ეს იმას ნიშნავს,რომ ნარკოტიკული საშუალების მოწევა,ინექცია,შესუნთქვა ან ყლაპვა წარმოადგენს დანაშაულს,მაგრამ იგი არ გულისხმობს ნარკოტიკული საშუალებების შენახვას.
ნარკოტიკის მოხმარება მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.ეს არის მავნე ჩვევა,რომელიც ადამიანს ჯანმრთელობას უნადგურებს,სიცოცხლის ხანგრძლივობას უმოკლებს. ის საკუთარ თავს ზიანს აყენებს,ეს ყველაფერი კი უმტკივნეულოდ,ჩუმად და შეუმჩნევლად ხდება.
No comments:
Post a Comment