რა არის ნარკოტიკი?

       

       ნარკოტიკი არის ნივთიერება,რომელსაც იყენებენ ფსიქიკური მდგომარეობის შესაცვლელად-თრობის, ”კაიფის” მისაღებად. ყველა ნარკოტიკის თვისებაა,გამოიწვიოს დამოკიდებულება. ადრე თუ გვიან, ადამიანს უჩნდება დაუძლეველი ლტოლვა, მიიღოს  ნარკოტიკი.ამ დროს ამბობენ,რომ  მას განუვითარდა ნარკომანია.გავრცელებულია მცდარი აზრი,რომ არსებობს  ”მსუბუქი” და  ”მძიმე”, ”სახიფათო” და  ”ნაკლებად სახიფათო” ნარკოტიკები. სიმართლე ის არის,რომ ყველა ნარკოტიკი ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისათვის. არავინ იცის,ვისთან როდის იჩენს თავს ხიფათი. მართალია,ნარკოტიკის გასინჯვა ყოველთვის არ იწვევს დაავადებას,მაგრამ ისიც მართალია,რომ ყველა ნარკომანმა,ოდესღაც,გასინჯვით დაიწყო და არ აპირებდა ნარკომანი გამხდარიყო.
       მეცნიერებმა დაამტკიცეს,რომ ნარკოტიკის ერთხელ მიღებაც ზიანს აყენებს ორგანიზმს.
ყოველთვის,როცა ნარკოტიკი ხვდება ორგანიზმში,ყველა ორგანოს მუშაობა იცვლება. განსაკუთრებული ჯაფა ადგება ღვიძლს და თირკმელებს-ისინი მთელი დატვირთვით მუშაობენ,რომ ორგანიზმი ამ შხამისგან გაწმინდონ. ნარკოტიკები აზიანებენ ტავის ტვინსაც.
  • ტ ვ ი ნ ი-ოპიატები თრგუნავს სუნთქვის ცენტრს თავის ტვინში.ამიტომ,ნებისმიერი,თუნდაც მცირე ზედოზირება იწვევს სუნთქვის დარღვევას და ტვინი აღარ მარაგდება ჟანგბადის საჭირო რაოდენობით. შედეგად,ხდება ტვინის უჯრედების თანდათანობითი და შეუქცევადი გადაგვარება,რასაც,საბოლოოდ,ჭკუასუსტობამდე მივყავართ.
  • ღ ვ ი ძ ლ ი-ნარკოტიკებისა და მათი მინარევების გადამუშავება,ძირითადად,ღვიძლში ხდება. ამ მომწამვლელი ნივთიერებების სისტემატური ზემოქმედებით ვითარდება ტოქსიკური ჰეპატიტი.

No comments:

Post a Comment