დამოკიდებულება არის ნარკოტიკის მიღების დაუძლეველი მოთხოვნილება.
ამბობენ,რომ ყველა ნარკოტიკი არ იწვევს დამოკიდებულებას.
ე ს
ს ი ც რ უ ე ა. სიმართლე ის არის,რომ სხვადასხვა ნარკოტიკი სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას იწვევს. ზოგიერთი ნარკოტიკი ძალიან მალე იწვევს ”ლომკას”-ფიზიკურ დამოკიდებულებას. ზოგი კი ფიზიკურ ტკივილს არ იწვევს,მაგრამ ძალიან ძლიერ ფსიქიკურ დამოკიდებულებას აყალიბებს. ნებისმიერი ნარკომანი დაგიდასტურებთ,რომ ხანმოკლე პერიოდის შემდეგ,ნარკოტიკს ”კაიფისთვის” კი აღარ იღებს,არამედ უნარკოტიკობით გამოწვეული ტკივილებისგან თავის დასაღწევად.
ნარკომანებს შორის გავრცელებული აზრი-როცა მომინდება,მაშინ დავანებებ თავს-მხოლოდ თავის მოტყუებაა.
სიმართლე კი ის არის,რომ ყველა ნარკომანს ბევრჯერ უცდია თავის დანებება,მაგრამ დაუხმარებლად ამას ერთეულები ახერხებენ.
ნარკოტიკი ტვინს აზიანებს,ამიტომ ქვეითდება საკუთარი მდგომარეობის და შესაძლებლობების სწორად შეფასების უნარი.მთავარი,რასაც ნარკოტიკი ართმევს ადამიანს,არის თავისუფლება და ძალა-ნარკოტიკი მართავს ადამიანს და არა ადამიანი ნარკოტიკს.
No comments:
Post a Comment